დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, განვათავსეთ ბლოგზე, განვიხილეთ მონაწილეთა პროექტები, თითოეულს დავუწერეთ კომენტარი. ამით დავასრულეთ ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება". ვარ ძალიან კმაყოფილი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება აუცილებლად გამომადგება სასწავლო პროცესში, დიდი მადლობა ტრენერს, ხათუნა ნანობაშვილს. წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.
პროექტებით სწავლება
Sunday, July 2, 2017
Saturday, July 1, 2017
მერვე დღე
დღეს ვიმუშავე შემდეგ საკითხებზე: საბოლოოდ დავასრულეთ პროექტის გეგმა. გავასუფთავე საქაღალდე ზედმეტი ინფორმაციისგან. შევავსეთ შეფასების რუბრიკები. პროექტის სწავლების საქაღალდე ავტვირთე ფლეშკაზე და შემდეგ გადავიტან ფოსტის დისკზე.
Sunday, June 25, 2017
მეშვიდე დღე
დღეს შევავსე სასწავლო პროექტის გეგმა ბოლომდე. კერძოდ, შევავსე სასწავლო პროცედურების გრაფა, სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები მოვნიშნე, მივუთითე ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა.
Saturday, June 24, 2017
მეექვსე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. შევავსეთ შეფასების სქემის მეთოდები: პროექტის დასაწყისში,პროექტის მსვლელობისას, პროექტის დამთავრების შემდეგ. შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტები. დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება.
Saturday, June 17, 2017
მეხუთე დღე
ვიმუშავეთ პოვერ პოინტში, შევქმენით მოსწავლისა და მასწავლებლის სლაიდები სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის, ავსახეთ ჩვენს პირად საქაღალდეში და ფოსტის ბლოგზე.
Sunday, June 11, 2017
მეოთხე დღე
სასწავლო პროექტის გეგმაზე გავაგრძელეთ მუშაობა, ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, შემდეგ სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ მოსწავლის რესურსები: პროექტის გეგმა და პროექტის რესურსები, შემდეგ ავტვირთეთ სურათები და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის იმ ნაწილში, რომელიც ასე დავასათაურეთ სურათები-ვიდეო.
Sunday, June 4, 2017
მეორე დღე
სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე ვიმუშავეთ, შევავსე პროექტის პუნქტები: პროექტის სახელწოდება ,,ვაჟა-ბუნების მგოსანი", პროექტის შინაარსი დავწერე, სტანდარტიდან ამოვიღე მიზნები და ინდიკატორები. ჩამოვწერე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ასევე დავწერე პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები.
Subscribe to:
Posts (Atom)