Sunday, June 25, 2017

მეშვიდე დღე

დღეს შევავსე სასწავლო პროექტის გეგმა ბოლომდე. კერძოდ, შევავსე სასწავლო პროცედურების გრაფა, სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსები მოვნიშნე, მივუთითე ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა.

Saturday, June 24, 2017

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. შევავსეთ შეფასების სქემის მეთოდები: პროექტის დასაწყისში,პროექტის მსვლელობისას,  პროექტის დამთავრების შემდეგ. შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტები. დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება.

Saturday, June 17, 2017

მეხუთე დღე

ვიმუშავეთ პოვერ პოინტში, შევქმენით მოსწავლისა და მასწავლებლის სლაიდები სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის, ავსახეთ ჩვენს პირად საქაღალდეში და  ფოსტის ბლოგზე.


Sunday, June 11, 2017

მეოთხე დღე

სასწავლო პროექტის გეგმაზე გავაგრძელეთ მუშაობა, ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, შემდეგ სახელმძღვანელოდან გადმოვწერეთ მოსწავლის რესურსები: პროექტის გეგმა და პროექტის რესურსები, შემდეგ ავტვირთეთ სურათები და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის იმ ნაწილში, რომელიც ასე დავასათაურეთ სურათები-ვიდეო.

Sunday, June 4, 2017

მეორე დღე

სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე ვიმუშავეთ, შევავსე პროექტის პუნქტები: პროექტის სახელწოდება ,,ვაჟა-ბუნების მგოსანი", პროექტის შინაარსი დავწერე, სტანდარტიდან ამოვიღე  მიზნები და ინდიკატორები. ჩამოვწერე  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,  ასევე დავწერე პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები.